პაატა მანჯგალაძე - თუ საქმე ასე დადგება - ევროპა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუ „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ევროპას აირჩევს და „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს

თუკი საქმე ასე დადგება - ევროპა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თუ „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ევროპას აირჩევს და „ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის აზრით, მმართველი პარტია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების რეალიზებას ვერ უზრუნველყოფს და დღესაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება აქვს სახვეწარი.

„რეალობა არის ეს და თვალი სწორედ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ. ოპოზიციაზე ან ევროპელ პარტნიორებზე ხელის შეწმენდა და ევროსკეპტიციზმზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და მოლაპარაკებებს საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დავიწყებდით. მოცემულობა არის ის, რომ „პუტინის ოცნებას“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ცხრა რეკომენდაცია აქვს შეუსრულებელი. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ევროპისგან დისტანცირება ავტომატურად ქვეყნის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევას ნიშნავს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს