Acıbadem-ი გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმის კიბოს - გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების სრულფასოვან, ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ, მულტიდისციპლინურ და კოლაბორაციურ მკურნალობას. ასეთი ტიპის სიმსივნე დაკავშირებულია საკვების მომნელებელ სისტემასთან და ყველაზე უფრო ხშირად გავრცელებულ ფორმას ეზოფაგური (საყლაპავი) სისტემის, კუჭის, კოლორექტალური, პანკრეასისა და ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები წარმოადგენს. Acıbadem-ი კი თავის მხრივ გამორჩეული და მზრუნველობით აღსავსე მიდგომებით მიისწრაფვის, რომ აღნიშნული პრობლემის მქონე პაციენტების ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალოს. Acıbadem-ის ონკოლოგიური გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში მიიღებთ სრულყოფილ და თანამედროვე მომსახურებას. ვინაიდან გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსინეების მკურნალობა სპეციალიზებულ გუნდს საჭიროებს, Acıbadem-ში სწორედ ასეთი მიდგომა მოქმედებს და პაციენტის მკურნალობა იგეგმება და იმართება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ.
Acıbadem-ის ონკოლოგიური გასტროენტეროლოგიის გუნდში მუშაობენ გასტროენტეროლოგები, ზოგადი პროფილის ქირურგები, სამედიცინო ონკოლოგები, რადიოლოგი-ონკოლოგები, რადიოლოგი-ინტერვენციონისტები და ნუტრიციონისტები, რომლებიც სათანადო მომზადების შემდეგ სპეციალიზდებიან გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა
გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ სამი ძირითადი სტრატეგია არსებობს: ქირურგიული ჩარევა, რადიოთერაპია და სისტემური თერაპია, რომელიც მოიცავს ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას და ტარგეტირებულ თერაპიებს. სამივე მეთოდი გამოიყენება გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების, როგორც საწყის ასევე გვიან სტადიებზე სამკურნალოდ.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის ახალი ეტაპი დაიწყო. შედეგად, ყოველწლიურად უმჯობესდება პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნების მაჩვენებელი. კვლევების მიხედვით, კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებისათვის ბოლო 10 წილის მანძილზე, 5 წლიანი სიცოცხლის შენარჩუნების პერიოდი 65%-ია, ხოლო პანკრეატიული ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებისათვის (ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმა) ამჟამად 12%-ია, თუმცა ოციოდე წლის წინ მხოლოდ 5% იყო. „მაგალითისათვის, დღეს კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნე - ყველაზე გავრცელებული ფორმა, მკურნალობას ექვემდებარება და წარმატებული გამოსავლის მაღალი მაჩვენებელი გააჩნია. კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნეების ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ ტარგეტირებულ თერაპიას ვიყენებთ. ასეთი მეთოდი მიემართება სიმსივნურ უჯრედებში არსებულ ანომალიებს და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას და გავრცელებას. მეორე მაგალითს წარმოადგენს პანკრეატიული ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების შემთხვევა. Acıbadem-ის ონკოლოგიური გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტში, ჩვენი რადიოლოგი-ონკოლოგები MRIdian-ის რადიოთერაპიას იყენებენ, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და თვალი მივადევნოთ რბილ ქსოვილებსა და სიმსივნეს რეალურ დროში. შესაბამისად, შესაძლებლობა გვაქვს უკეთესი შედეგების მისაღწევად გავზარდოთ რადიაციის დოზა და ამასთან მივიღოთ ნაკლები ტოქსიკურობა და ნაკლები გვერდითი მოვლენა,“ აღნიშნავს სამედიცინო ონკოლოგი, პროფესორი ჰუსეინ ენგინი, რომელიც სპეციალიზდება სწორედ გასტროენტეროლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე პაციენტების მკურნალობაზე.
სიცოცხლე კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის შემდეგ: რეალური ისტორია
კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის მახასიათებელია ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, რექტალური სისხლდენა, მოულოდნელად კლება წონაში, აბდომინალური ტკივილი ან სპაზმი და ღებინება. სწორედ ასეთი სიმპტომები აწუხებდა მირჯანასაც, სერბეთიდან, რომელსაც 63 წლის ასაკში კოლორექტალური სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მის შემთხვევაში არსებული სიმსივნის ქირურგიულად ამოკვეთა შესაძლებელი არ იყო და ამდენად ოპერაციამდე ქიმიოთერაპია და რადიაცია დაუნიშნეს, თუმცა მისმა ვაჟმა დამატებითი მოსაზრების მისაღებად თურქეთში Acıbadem-ის საავადმყოფოში მოგვმართა. მირჯანას ვაჟს ამ შემთხვევამდე 3 წლით ადრე უროლოგიური პრობლემა ჰქონდა, რომელიც Acıbadem-ის საავადმყოფოში თურქეთში მოაგვარა. მას მსოფლიო დონის ექიმები მკურნალობდნენ და თავისი გამოცდილების გათვალისწინებით დედის სამკურნალოდაც დაუყოვნებლივ Acıbadem-ს მიმართა. მირჯანას გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ონკოლოგთან, პროფესორ ჰუსეინ ენგინთან გადაიგზავნა და სწორედ ასე დაიწყო მირჯანას მოგზაურობა Acıbadem-ის საავადმყოფოში. პროფესორმა იმუნოთერაპიის გამოყენება გადაწყვიტა. ასეთი მეთოდი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც კოლორექტალური ავთვისებიანი სიმსივნის გვიანი სტადიები უფიქსირდებათ. მკურნალობა მოიცავს კონკრეტული მედიკამენტების მიღებას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. იმუნითერაპია იმუნურ სისტემას ატყობინებს, რომ ორგანიზმში უცხო ნივთიერებებია და სიმსივნის აღმოფხვრას ორგანიზმის იმუნური საპასუხო რეაქციით უმკლავდება. მკურნალობის შედეგი დადებითი გამოდგა და 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტს სიმსივნე აღარ ჰქონდა. მირჯანა გვიამბობს: „მკურნალობის ყველა ეტაპის შემდეგ, აცრემლებული მშვიდად და იმედიანად მოველოდი შედეგს. ვიცოდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. ახლა კი უკვე 2 წელია რაც როგორც იქნა სიმსივნის გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას. Acıbadem-ის ექიმებსა და პერსონალს ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი“.
კუჭის, კოლორექტალური, პანკრეატიული, ღვიძლისა და საკვების მომნელებელი სისტემის სხვა სახის სიმსივნეების მკურნალობის თვალსაზრისით Acıbadem-ის ონკოლოგიური გასტროენტეროლოგიის დეპარტამენტი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
მეტი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ Acıbadem-ის საინფორმაციო ოფისებში. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით დღესვე: +90 216 544 46 64.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიაციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)