თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ, ვანო ნადირაძემ სხვა პირზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ აპირებს უკრაინაში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემთხვევაში, მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება