ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, მათემატიკის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15.75 %-მა ვერ გადალახა, კონკურსში მონაწილეობას კი 84.25 % აგრძელებს. ბიოლოგიის გამოცდაზე ჩაიჭრა 14.71 %, შესაბამისად, 85.29 %-მა ზღვარი გადალახა, ქიმიის კონკურსში მონაწილეობას აბიტურიენტთა 80.47 % აგრძელებს, მინიმალური ზღვარი კი აბიტურიენტთა 19.53 % -მა ვერ გადალახა, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა 30,95% ჩაიჭრა და მინიმალური ზღვარი 69.05 %-მა გადალახა.

რაც შეეხება სხვა საგნებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა მხოლოდ 3.44% -მა ვერ გადალახა და კონკურსში მონაწილეობას 96.56% აგრძელებს.

ინგლისური - კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 %-მა.

ისტორია - კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 %-მა.

გეოგრაფია - კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 %-მა.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა