„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბახტრიონის ქუჩის N14-თან მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს 15:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა: მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედანს, პოლიკარპე კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ხორავას, შანიძეს, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ბესიკის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჭონქაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, ქიქოძის, მაჩაბელის, ტაბიძის, ჯანაშიას, წავკისის, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებს.

კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, საიათნოვას, იერუსალიმის, პურის მოედანი, ბააზოვის, ასათიანის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს

საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ენგურის, იყალთოს, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, ზემო ვეძისის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ყაზბეგის გამზ. ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა