სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით კახეთის, აჭარის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში მოსახლეობასთან, სამსახურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით რვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის მანდატის და როლის თაობაზე, ასევე სერვისების ხელმისაწვდომობისა და სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების გზით, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

რეგიონული შეხვედრები ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს