კონსტანტინე ზარნაძე - როცა დაგროვდა ძალიან ბევრი ნალექი, სანიაღვრე ქსელმა ვერ მოახერხა გატარება იმიტომ, რომ ბევრი ნაგავი იყო ჩაყრილი შიგნით

გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გასუფთავებულია, წყალი ამოტუმბულია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს გადაადგილება, - ამის შესახებ საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გათიშულია ელექტროენერგია, მიმდინარეობს შემოწმება „თელასის“ მიერ და დილამდე ეტაპობრივად ჩაირთვება.

„გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ამოტუმბულია. არანაირი საფრთხე არ არსებობს. მუშაობენ გადაუდებელ საქმეთა მართვის სამსახურის თანამშრომლები, ადგილზეა გამგეობის ყველა თანამშრომელი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელია გამოსული. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

კონსტანტინე ზარნაძის განმარტებით, გლდანის მეტროს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელმა დიდი რაოდენობით ნალექის გატარება მასში ჩაყრილი ნაგვის გამო ვერ მოახერხა.

„როდესაც დაგროვდა ძალიან ბევრი ნალექი, სანიაღვრე ქსელმა ვერ მოახერხა ამ ნალექის გატარება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩაყრილი შიგნით, ამოიღეს მუყაოს, ხის ყუთები, უამრავი სიგარეტის ნამწვი პარკები. ამას გამო ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, რომ სანიაღვრე ქსელს ემუშავა და გაეტარებინა იმ რაოდენობით ნალექი, რაც დაგროვდა და შეიქმნა ძალიან ბევრი პრობლემა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა