თბილისის მერის მოადგილე - თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები

თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ლაივ ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი ქალაქის მასშტაბით შესაბამისი სამსახურების მობილიზება იქნება, რათა დილით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

„გვქონდა შემთხვევა, როდესაც ხეები მოტყდა. „ეკოსერვისის" სამსახური ჩართულია ახლაც, ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. ახალ გზაზე, მოსახლეობამ იცის, რომ ბადეებს, ჯებირებს ვაკეთებთ ქვათაცვენის საწინააღმდეგოდ. უშუალოდ გზის შემზღუდავი ჯებირები იყო წაქცეული, რომელიც მაშინვე გასწორდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პრევენციის მიზნით მოხდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის დროებით შეზღუდვა. თამარაშვილზე ერთი ლოკაციაა, სადაც ქვათაცვენა დაფიქსირდა, კონტრაქტორს უკვე გადმოჰყავს ტექნიკა და მთელი ღამე გაგრძელდება სამუშაოები. მთელი ქალაქის მასშტაბით გვექნება მობილიზება, რომ დილით გზებზე გადაადგილება უსაფრთხო იყოს“,- აღნიშნა ბენდელიანმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს