ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მე-10 საიუბილეო სეზონს აღნიშნავს

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, 30 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრამდე, მე-10 საიუბილეო სეზონს მუსიკის მოყვარულებთან ერთად საზეიმოდ აღნიშნავს.

ტრადიციულად, 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბათუმი გახდება კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ეპიცენტრი და ზღვისპირა ქალაქს მოეფინება ჯადოსნური ჰანგები.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ფონდი „ლირას“ ორგანიზებით ტარდება. ფესტივალის დაარსების დღიდან, მისი მთავარი მისიაა ქვეყნის საერაშორისო ცნობადობისა და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა ტალანტების მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას.

საიუბილეო ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს მსმენელს და უმასპინძლებს 5 ქვეყანას. ცნობილი ხელოვანები უნივერსალური ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდებიან სომხეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა პიანისტებისთვის, რომელსაც ლეგენდალური მაესტრო მიშელ სონი ჩაატარებს, რაც განსაკუთრებული პროფესიული გამოცდილებაა ახალგაზრდა ტალანტებსთვის.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც წელს მეექვსეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით. ფესტივალის შესახებ ვრცლად: https://batumimusicfest.ge/

(R)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა