კახა კალაძე - მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს - კომუნიკაციების პრობლემის შესახებ პირველი ჩვენ ვამბობთ, მაგრამ ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შექმნა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 სთ-ის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.

„ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. ჩვენ სრულად მობილიზებული გვყავდა ჩვენი შესაბამისი სამსახურები იმიტომ, რომ როდესაც ამინდის ცვლილება ხდება, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა გამგეობების, შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ამჯერადაც ჩვენი მხრიდან რეაგირება იყო დროული და სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას. როგორც იცით, წუხანდელმა ნალექმა თბილისის მთელი ტერიტორია მოიცვა და სხვადასხვა უბნებში გარკვეული პრობლემები შექმნა. მე გუშინ ვიმყოფებოდი ერთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დატბორილი იყო მარჯვენა სანაპირო. უმძიმესი მდგომარეობა იყო. პრობლემები იყო გლდანის რაიონში, საბურთალოზე, სამგორის რაიონში, დიდუბის რაიონში. ბევრი კონკრეტული ქუჩა და რაიონი იყო, სადაც პრობლემები შეიქმნა. განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, თითქოს სანიაღვრე სისტემები დედაქალაქში არ მუშაობს. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არის და ამას პირველი ჩვენ ვამბობთ. შემთხვევით არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველგან ვცდილობთ, პირველი რაც გავაკეთოთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან წარადგინა ვიდეო, თუ რა მდგომარეობა იყო თბილისში წვიმის დროს და როგორ მუშაობდა სანიაღვრე სისტემა.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან დატბორილი იყო სახლები, სარდაფები, ქუჩები და ასევე, დაზიანებული იყო ელექტროსადენები.

„თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა, მათ შორის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე, სადაც მერიას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი სამუშაოები. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებზე. აქ უკვე გაწმენდილია გზა, ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ და გადაადგილება ჩვეულებრივ შესაძლებელია, პრობლემას არ წარმოადგენს“, -განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, მერიის ცხელი ხაზი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის