კონკურენციის ეროვნული სააგენტო - საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა

საზღვაო გადაზიდვების სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ორი მიმართულებით: დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა. სააგენტომ მოკვლევა - ,,MGL GEORGIA-ს“ საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით, არც ერთი მუხლით არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 4 საქმეს სწავლობს ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით. 2023 წელს უწყებამ 3 მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში, სააგენტომ 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა