ირაკლი ნადირაძე - ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარი გამოიყოფა, რომ დედაქალაქში სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს - ვხედავთ, რომ ეს თანხები გაფლანგულია

დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად მილიონობით ლარი გამოიყოფა, ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. პასუხისმგებელი თბილისის მერიაა და მისი შესაბამისი სამსახური „თბილსერვისი", მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხები გაფლანგულია, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქში მდგომარეობა წლიდან წლამდე სულ უფრო მძიმდება და ყოველი წვიმის მოსვლა, ფაქტობრივად სტიქიაა.

კახი კალაძის დამოკიდებულება თბილისელების მიმართ აბსოლუტურად გულგრილია. ის დაკავებულია კორუფციით, ნეპოტიზმით, ჩხარტიშვილს, ივანიშვილს, წილოსანს, „ქართული ოცნების“ მაფიოზებს როგორ მოუგვაროს პრობლემები და არა თბილისელებს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ქალაქში ასეთი დატბორვა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი, ეს იმის ბრალია, რომ არ ხდება არსებული სანიაღვრე სისტემების გაწმენდა, არ ხდება ახალ გზებზე, მაგისტრალებზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟი. ასევე ვხედავთ, რომ არ იწმინდება მდინარის კალაპოტები, წყალშემკრებები და ხევები. ვხედავთ უკანონო, მავნებლურ მშენებლობებს, სადაც პირდაპირ ხევებში და კალაპოტებში აშენებენ შენობებს აბსოლუტურად ქაოსურად. აი, ამ ყველაფერმა მოიტანა არაპროფესიონალიზმთან, არაკომპეტენტურობასთან ერთად, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ერთად, ის შედეგი, რის გამოც, თბილისში ყოველი გაწვიმების დროს კატასტროფა გვაქვს. ცალკე ამბავია ასევე ის, რომ დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად მილიონობით ლარი გამოიყოფა, ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. ამაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია და მისი შესაბამისი სამსახური „თბილსერვისია", მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხები უბრალოდ გაფლანგულია. არანაირი ეფექტი არ მოუტანია ამ თანხების ხარჯვას და პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმებულია, მიუხედავად ათობით მილიონი ლარის ხარჯისა“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის