„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, „არტე დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობით, „არტე დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 5,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 2.5 მლნ. აშშ დოლარია.

„საქართველოს ბანკი“ როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „არტე დეველოპმენტი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 5,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 2.5 მლნ. აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი მოიცავს 2,245 კვ.მ -ზე 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, 1,300 კვ.ზე გამწვანებული ეზოს, კომერციულ ფართებს და საპარკინგე სივრცეს. სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული 190 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში, ნოზაძის ქუჩაზე. კომპანიას მასშტაბური გეგმები აქვს, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „არტე დეველოპმენტის“ დირექტორმა, გოდერძი სეფიაშვილმა აღნიშნა, 190 ბინიანი კორპუსის მშენებლობა ნოზაძის ქუჩაზე წარმატებით დასრულდა.

„არტე დეველოპმენტმა“ თავიდანვე მიზნად დაისახა ხარისხიანი და ენერგოეფექტური საცხოვრებელი პროექტების მშენებლობა. დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ „საქართველოს ბანკთან“, რის შედეგადაც წარმატებით დავასრულეთ 190 ბინიანი კორპუსის მშენებლობა ნოზაძის ქუჩაზე, მიმდინარე პროექტი კი ახმეტელის მეტროსთან 174 ბინიან მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პარტნიორობის მეშვეობით, იზრდება ჩვენი როგორც დეველოპერის სანდოობა ბაზარზე და კომპანიის მიზნებიც უფრო ამბიციური ხდება. ამჟამად, 16 000 კვ.მ მიწაზე 860 ბინიანი კომპლექსის პროექტირების ეტაპზე ვართ, სადაც 13000 კვ.მ მეტ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე, სკვერი და სტადიონები მოეწყობა“, - განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ აღნიშნა, ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია.

„აღსანიშნავია, რომ „არტე დეველოპმენტთან“ დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა გიორგი წეროძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის