თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თბილისში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა, რომელიც წელს პირველად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა, თამარაშვილის ხეივანში არსებულ მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს, წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლების სახელით, დედაქალაქსა და ერთდროულად 4 რეგიონში - თბილისთან ერთად, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში დაარსებულ მემორიალებთან, რომელიც იმ ოჯახების თავშეყრის სანუგეშო ადგილია, ვისაც, სამწუხაროდ, დღემდე არ გააჩნია ინფორმაცია 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის და ადგილსამყოფლის შესახებ.

ეს მემორიალები და დღევანდელი თარიღის აღნიშვნა ერთგვარი სიმბოლო და მნიშვნელოვანი გზავნილია სრულიად საქართველოს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ოჯახებისთვის, იმის ხაზგასმაა, რომ ჩვენ მუდამ გვემახსოვრება ისინი და არასდროს დავივიწყებთ მათ სამშობლოს წინაშე გაწეულ ღვაწლს. კიდევ ერთხელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახებს და აღვუთქვამთ, რომ აუცილებლად მაქსიმალურ ძალისხმევას გავწევთ მათთვის ძვირფასი ადამიანების მოძიებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

მსურს მადლობა გადავუხადო სხვადასხვა რეგიონში დღევანდელი ღონისძიებების ყველა მონაწილეს, ოჯახებს და მის ორგანიზებაში გაწეული თანადგომისთვის ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან.

„უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის- 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის