ოთარ შამუგია - შევისწავლით მდინარე ილტოზე წყალსაცავის მშენებლობის საკითხს, რომლითაც გვალვების პერიოდში გარანტირებული იქნება წყალუზრუნველყოფა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება.

როგორც შამუგიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წყალსაცავი უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს. ოთარ შამუგიას თქმით, პირველ ეტაპზე ჩასატარებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია წყალსაცავთან დაკავშირებით, თუ რაზეა კონკრეტულად საუბარი. ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს. წყალსაცავის მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომავალში ამ ფართობების გვალვების პერიოდში გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ისტორიული პროექტი იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე ჩასატარებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებული იყო ამ ლოკაციაზე წყალსაცავის მშენებლობა, რომელიც 90-ანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ გაჩერდა. გარკვეული სამუშაო შესრულდა. მაშინ პროექტი ითვალისწინებდა დაახლოებით 80 მლნ კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავის მშენებლობას, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის დეტალურად შესასწავლი. სწორედ ამ შესწავლას ვიწყებთ“, - განაცხადა შამუგიამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის