ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მერვედ უმასპინძლა ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტს საერთაშორისო უსაფრთხოების და გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ინტენსიური სამდღიანი სასწავლო კურსის თემებს გლობალური უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ქართველი, შვედი, ჰოლანდიელი, ტაივანელი, უკრაინელი და ინგლისელი სწავლულები და ექსპერტები უძღვებოდნენ.
„საზაფხულო უნივერსიტეტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შორის კომპეტენციის ამაღლებას ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საკითხში. სასწავლო კურსი ჩატარდა საერთაშორისო პროექტის „საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში სასწავლო და კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში.
მერვე საზაფხულო უნივერსიტეტის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტის პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.