გოგიტა თოდრაძე გენდერული სტატისტიკის მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს სტატისტიკის სამსახურის მიერ ორგანიზებულ გენდერული სტატისტიკის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს, რომელიც 2023 წლის 28 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის მიზანს წარმოადგენს მზარდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პირობებში, გენდერული სტატისტიკის განვითარების გზების ძიება, შესაბამისი სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა და გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შეხვედრის მიზანია ასევე, გენდერული მონაცემების წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების ძიება.

„ფორუმის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა. მოხსენებისას მან დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა საქართველოში გენდერული სტატისტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების, არსებული გამოწვევებისა და ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.

„საქსტატის“ ხელმძღანელთან ერთად ფორუმში მონაწილეობს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - პაატა შავიშვილი და სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვასილ წაქაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება, ქვეყანაში გენდერული სტატისტიკის მაჩვენებლების წარმოების თავისებურებების შესახებ.

ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის 200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“