ჯონათან ჯანოგლი -  ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრცია ავრცელებს.

როგორც ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი",- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის