თელავში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კახეთის რეგიონულ ოფისში, ასოციაციის წარმომადგენლებისა და აგრარულ პროფესიულ განათლებაში შვეიცარიელი პარტნიორების ვიზიტი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიელ სტუმრებს ფერმერთა ასოციაციის საქმიანობისა და საქართველოს აგროსასურსათო სექტორის მდგომარეობის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ოფისი, კოლეჯ “პრესტიჟის“ ბაზაზე მდებარეობს, სადაც ვიზიტის მონაწილეებმა კოლეჯის მენეჯმენტისგან სასწავლო პროგრამების შესახებაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მხარეებმა პროფესიული განათლების ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის კუთხით, სამომავლო თანამშრომლობაზე სურვილი გამოთქვეს.
ფერმერთა ასოციაცია ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად განაგრძობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.