პაპუნა მარგველიძე - სამძებრო სამუშაოები 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან ყველა იდენტიფიცირებულია, ვაგრძელებთ ორი დაკარგული მოქალაქის ძებნას

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის, თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა თავდაცვის ძალების უფროსი ინსტრუქტორის- თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა სტიქიის ზონაში. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს.

სამძებრო სამუშაოები უკვე 28-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ამოსვენებული 31 ნაპოვნი მიცვალებულიდან უკვე ყველა არის იდენტიფიცირებული. ვაგრძელებთ ორი დაკარგული მოქალაქის ძიებას“,- აღნიშნავს მარგველიძე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება