აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ნანა გაბელია ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესთან დაკავშირებით ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტებში განთავსებული აფხაზეთის სკოლების მდგომარეობას და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრების მონაწილეებმა სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა აფხაზეთის საჯარო სკოლების ხელმძღვანელებთან, პედაგოგებთან. ეს ადამიანები განსაკუთრებულ საქმეს, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას ემსახურებიან. ზემოაღნიშნული პროცესების მხარდაჭერა ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება“, - განაცხადა მინისტრმა.

სამუშაო შეხვედრებს, ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად ბულისკერია და მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ნანა გაბელია აფხაზეთის საჯარო სკოლებში მსგავსი ხასიათის შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა