„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 40 მლნ ლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 35 მლნ. ლარია. მიმდინარე პროექტი 50 000 კვ.მ - მდე ორ 8 სართულიან და სამ 7 სართულიან, ჯამში 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

„დრიმ პალას დეველოპმენტი“ ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი კი დიღომში, ოლიმპიური აუზის მიმდებარედ 50 000 კვ.მ -ზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა.

„საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ „დრიმ პალას დეველოპმენტთან“ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო