ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, უნივერსიტეტის 19 სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება.
მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში განათლებას მიიღებენ გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და ხორვატის უნივერსიტეტებში.
„ბსუ-ს რექტორის მოადგილეები თამარ სირაძე და ანზორ ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ღლონტი სტუდენტებს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს, სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
2023-2024 სასწავლო წლისათვის უცხოეთში განათლებას აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსის შედეგად გამოვლენილი 12 სტუდენტი და „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებული 7 სტუდენტი მიიღებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.