საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მორიგი ტრენინგი უტარდებათ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტრენერთა ტრენინგის ახალი ციკლი დაიწყო. ამჯერად სწავლებას ადმინისტრაციის ის თანამშრომლები გადიან, რომლებიც ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო - საგანმანათლებლო კამპანიებში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურმა საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათვე ცნობით, ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო ტექნოლოგიების და არჩევნების მოდერნიზების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით ღონღაძემ.

„3 დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. ისინი დეტალურად გაეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას და ამასთან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორებიცაა ამომრჩეველთა მონაწილეობის ფორმები, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა.

ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სწავლება გუდაურში 30 აგვისტოს დაიწყო და 1-ელ სექტემბერს დასრულდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება