სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ ოსლოში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRI) ახალი ხელმძღვანელები წარადგინეს და მათ NHRI-ის ფუნდამენტური პრინციპებისა და ეფექტური ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის სადისკუსიო ფორმატში გაიმართა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის წევრებმა ახალ წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და NHRI სტანდარტები და საქმიანობა მიმოიხილეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო