ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პროექტს აქვეყნებს

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სებ-ი მუდმივად ცდილობს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, იცვლება მარეგულირებელი მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს ეფუძნება და, ამავდროულად, სექტორში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. პროექტით მათ შორის გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

პროექტი გამოქვეყნებულია დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით. შემოთავაზებების, შენიშვნების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია cp@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 2023 წლის 15 სექტემბრამდე. პროექტი საბოლოო სახით დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯერებისა და მათთან განხილვების შედეგად ჩამოყალიბდება და დამტკიცდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა