ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმა ელექტრონული მონიტორინგის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ახალი სახედ შემოღებას ითვალისწინებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს და თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკითხით დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებიდან; ასევე პროფესიული და აკადემიური წრეების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კანონპროექტზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს