დავით არახამია - შესაძლოა, განხორციელდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ

უკრაინელები, რომლებმაც სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობები შეიძინეს, ამისთვის პასუხს აგებენ და შესაძლოა, განხორციელდეს იმ მოქალაქეების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ ასეთი დოკუმენტებით წავიდნენ, - ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

“ადამიანებმა გადაიხადეს 3000-დან 15 000 დოლარამდე, რათა მიეღოთ დოკუმენტი, რომელიც მათ ჯარში გაწვევას დროებით აფერხებს ან სამუდამოდ აჩერებს“, - აღნიშნა არახამიამ.

მისი თქმით, მათემატიკური ანალიზით შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ სრულმასშტაბიანი მობილიზაციის დროს უკრაინის მოქალაქეებმა ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯეს შესაბამისი თანამდებობის პირების მოსყიდვაზე.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყალბი ცნობები შეიძინეს, არახამიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ კანონით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ „ქრთამის მიცემისთვის, დოკუმენტების გაყალბებისთვის, მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო“.

„მათ იყიდეს ეს ცნობები და ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წავიდნენ საზღვარგარეთ. სამართალდამცავებს ახლა მათთან წვდომის საშუალება არ აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიმართულება. ფაქტობრივად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (რუსეთის გარდა) ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ასეთი ადამიანების ექსტრადიცია და ჩამოიყვანონ ისინი უკრაინაში, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, - განაცხადა არახამიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო