პაატა მანჯგალაძე - ყველა სახელი და გვარი, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინებაზე დაფიქსირდება, საქართველოს ღალატზე ხელმოწერა იქნება - ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატე გვეყოლება პარლამენტში

ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს - ყველა ხელმოწერა, ყველა სახელი და გვარი, რომელიც დაფიქსირდება საკონსტიტუციოში შესატან წარდგინებაზე, საქართველოს ღალატზე ხელმოწერა იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა “ქართული ოცნება” ევროპაში სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტის გამო პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, ამით ცდილობს, რომ რუსეთს ლოიალობა დაუმტკიცოს.

“ის, რომ ევროპაში ვიზიტის და სტატუსის მიღებისთვის მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს “ქართული ოცნება”, ეს პირველ რიგში მოახდენს “ქართული ოცნების” ლუსტრაციას, რომ რუსეთის დაკვეთის შემსრულებლები არიან.

კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად ეს არის პოლიტიკური პროცესი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ შედეგს არ დებს, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი, ანუ პოლიტიკური ორგანო, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის პირდაპირი ლუსტრაცია, თუ ვის სამსახურში დგას ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ეს არის პირდაპირ ღალატის გზა, ყველა პარლამენტის წევრის “ქართული ოცნებიდან” და ე.წ. ოპოზიციიდან (ეგეთიც არსებობს) ხელისმოწერა და დათანხმება ამ იმპიჩმენტის პროცედურაზე ნიშნავს საქართველოს ღალატს, რაც არ შეიფუთება და ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატე იქნება პარლამენტში. ეს არანაირი სამართლებრივი, პროცედურული საკითხი არ არის, რადგან ირაკლი კობახიძემ კარგად იცის, რომ საბოლოო ვერდიქტი არის პარლამენტის ხელში და გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება ნიშნავს პუტინისთვის კიდევ ერთ საჩუქარს. ყველა ხელმოწერა, ყველა სახელი და გვარი, რომელიც დაფიქსირდება ამ წარდგინებაზე, რომელსაც საკონსტიტუციოში შეიტანენ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ღალატზე ხელისმოწერაა.

ისინი ცდილობენ რუსეთში მათ პატრონებს დაუმტკიცონ ლოიალობა, უთხრან, რომ საფრანგეთში გაზრდილი პრეზიდენტი კი ჰყავთ, მაგრამ მას ემიჯნებიან და ყველა ქართულ პროდასავლურ გამოვლინებას ამოძირკვავენ ჩანასახში, რომ რუსული კანონი ვერ მიიღეს, მაგრამ დასჯიან ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პრეზიდენტს, დასჯიან ყველას, ვინც გაბედავს ღიად მხარი დაუჭიროს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის