ირაკლი ფავლენიშვილი - იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებით

იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებით. ასევე, მათ სურთ გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველია - “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი განხორციელდეს.

“იმპიჩმენტის პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება“ ყველა ბერკეტის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურთ გადაფარონ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც მათთვის სასიცოცხლო საფრთხის შემცველია - “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა, ის რაც ხალხს აწუხებს.

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მათი გულგრილობა, უმოქმედობა, მათ შორის ეს ყველაფერი უკავშირდება იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებზეც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებს აქცენტს და კონკრეტული პროგრამები გვაქვს.

ზოგადად, ოპოზიციის სხვა აქტორების აქტიურობას უპირისპირებენ ამ ხელოვნურ თემებს, რომელსაც ისედაც ვერ განახორციელებენ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ არ აქვთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მოახდინონ“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო