მიხეილ სარჯველაძე - იმპიჩმენტის მიზანია, ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად

მთავრობის მიერ ნაწარმოები საგარეო პოლიტიკის ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს იმ განცხადებების გამეორება სახელმწიფოს სახელით, რომელსაც აკეთებს პრეზიდენტი ამ დრომდე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის დაგეგმვაზე უფლებამოსილი მთავრობაა და პრეზიდენტის უფლებები ამ მხრივ შეზღუდულია. სარჯველაძე აცხადებს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ემთხვევა.

„საბოლოო მიზანი, როგორც ითქვა, გახლავთ ყველა პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, თუ ვინ მუშაობს შეხმატკბილებულად ქვეყნის ნამდვილი ინტერესების დასაზიანებლად. ვის უბრალოდ პროევროპულობის ნიღაბი აქვს და ამის მიღმა მოწადინებულია ხელისუფლების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი არგუმენტები მოიგონოს და ამით იბრძოლოს.

კონსტიტუციის დარღვევას რაც შეეხება, ერთმნიშვნელოვანია შეფასება. ვფიქრობ, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას, შეუთანხმებლობას პრეზიდენტის ქმედებების, აშკარად ადგილი აქვს, რადგან კონსტიტუცია არღვევს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში შეზღუდულია მთავრობასთან შეთანხმების პირობებით.

ითქვა იმის შესახებაც, რომ უმრავლესობას დღეს არ გააჩნია შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით და აქ რა თქმა უნდა, იქნება ან აუცილებლობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მეორეს მხრივ, რეალურად გამოჩნდება, ვის რა მოტივაცია ამოძრავებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს