მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

15 ქულის მოპოვება შეძლო გოგა ბითაძემ, რომლის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა, დღევანდელი მატჩის შედეგად გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას აქტივში 12 ქულაა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა