სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მეორედ შეხვდა.

კომპანიის ინფორმაციით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. შესაბამისად, საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

„სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“, - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ცესკო კომპანიას მიაწვდის საარჩევნო უბნების ზუსტ მისამართებს და ყველა სხვა საჭირო მონაცემს თუ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების შეუფერხებელ ენერგომომარაგებას, ხოლო კომპანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება, რომ საარჩევნო პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიაროს ელექტრომომარაგების კუთხით.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საარჩევნო პროცესის შეფერხების გარეშე დასრულება. როგორც ვხედავთ, ქსელურმა კომპანიამ არჩევნებამდე 18 თვით ადრე დაიწყო მზადება, რაც ადასტურებს ჩვენთვის საკითხის მნიშვნელობას, მით უფრო მაშინ, როდესაც პირველად, ყველა უბანზე არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ზოგადად, ქსელში ავარიული გათიშვა არასდროს არის გამორიცხული, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში არსებული ავარიების ოდენობა და სიხშირე ცალკე განხილვის საკითხია და ამაზე უფრო ღიად სასაუბროდაც მზად ვართ, რადგან აქ კომპანიის პასუხისმგებლობა მინიმალურია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ კიდევ ერთ გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ და გარდა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობისა, ეს იქნება მკაფიო პასუხი სხვადასხვა ინსინუაციებზე“- განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა