განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა თემატური მოკვლევების ჯგუფების მუშაობაზე ინფორმაცია მოისმინა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს მარნეულში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევების ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომიტეტს დღეისათვის სხვადასხვა მიმართულებით ხუთი თემატური მოკვლევა აქვს ინიცირებული; მათ შორის, როგორც ადრეული და სკოლამდელი, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებზე.

პარლამენტის წევრებმა: გივი მიქანაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ბაია კვიციანმა, მარიამ ლაშხმა და ვლადიმერ კახაძემ ისაუბრეს მათი ხელმძღვანელობით თემატური მოკვლევების ჯგუფების მიერ უკვე გაწეული და სამომავლოდ განსახორციელებელი საქმიანობის თაობაზე.

უწყების ცნობით, კომიტეტი მოკვლევებს ატარებს შემდეგი თემების მიხედვით: საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე; მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასება და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობა; პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზი; საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და სკოლის ექიმების ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევები.

„ყველა მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, აღებული ტემპი კარგია და გეგმის მიხედვით მივდივართ. რაც მთავარია, ექსპერტების, საზოგადოების მხრიდან გვაქვს გამოხმაურება და ჩართულობის თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა შედეგი, რასაც მოკვლევის საფუძველზე მივიღებთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ანალიზს დაექვემდებარება და საბოლოო ჯამში, წლის ბოლომდე უკვე მივიღებთ კონკრეტულ ანგარიშებს რეკომენდაციებით. მანამდე გვექნება მოსმენები, რომლებზეც ფართოდ განვიხილავთ იმ შესაძლებლობებს და კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით უნდა გადაიდგას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს