ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შექმნილი თემატური ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართეს

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და არსებული გამოწვევების საკითხებზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შექმნილი თემატური ჯგუფის წევრებმა ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თემატური ჯგუფის წევრები, NDI-ის წარმომადგენლებთან ერთად, 31 აგვისტოს, ხონისა და სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებს ეწვივნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, შეხვდნენ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს გოჩა ბაკურაძეს, სამედიცინო პერსონალს და ბენეფიციარებს, მოისმინეს ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.

„მეორე დღეს კი შეხვედრები შედგა ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ბათუმის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და არსებული გამოწვევები დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს და თემატური მოკვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე კომიტეტი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და არსებული გამოწვევების საკითხზე შექმნილ თემატურ ჯგუფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ანი წითლიძე ხელმძღვანელობს.

თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის