ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.

„ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის