საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის  მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას თურქული მხარის მოწვევით დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები. ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სახელით თურქ კოლეგებს მიულოცა განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად უკავშირდება საბაჟო პროცედურების დახვეწა-გამარტივებას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

როგორც მან აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა წარმოადგენს.

“ამ მიმართულებით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც თქვენთვის ცნობილია ,,სარფის“, ,,თურგოზუ-ვალეს“ და ,,კარწახის - ჩილდირ-აკტაშის“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები წარმოადგენენ სამაგალითო გამშვებ პუნქტებს რეგიონში.

ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორ ქვეყანას შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ შეთანხმება, რაც წარმოადგენს განვითარებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტურად გამოყენების მექანიზმს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მან იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხრიდან თანამედროვე სტანდარტებით და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კიდევ ერთი გამშვები პუნქტების არსებობა, დააჩქარებს საბაჟო პროცედურებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას.

„გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს