საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხება!“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საერთაშორისო დონის ექსპერტები, ევროპარლამენტის, ნატოს ატლანტიკური საბჭოს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ისინი საქართველოში თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხება!“ - ფარგლებში იმყოფებიან.

კონფერენციას 4-5 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინაში ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

პანელური დისკუსიების თემები იქნება: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია, უკრაინა ომის შემდეგ, პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შექმნა, უკრაინის ომის გავლენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალზე, სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები საქართველოში, 2008 წლის ომი დღევანდელი გადმოსახედიდან, რუსეთის პუტინის შემდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა და შეერთებული შტატები: ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

კონფერენციის საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ეველინ ფარკასი - მაკკეინის ინსტიტუტი, დევიდ კრამერი - ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი, კურტ ვოლკერი - CEPA, გენერალი ბენ ჰოჯესი - Human Rights First, დარია კალენიუკი - უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიცია (Ukraine Anti-Corruption Coalition), ვიოლა ფონ კრამონი - MEP, ლინას ლინკევიჩიუსი- ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰირო აკიტა - Nikkei, იაპონია, ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის სეიმი, დენიელ ბაერი - Carnegie Endowment for International Piece, მიხალ ბარანოვსკი - ვარშავის გერმანიის მარშალის ფონდი, ანა ბორშევსკაია - ვაშინგტონის ინსტიტუტი, პედრო ბოტა - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ედვარდ ჩოუ - CSIS, რებეკა ჰარმსი - გერმანელი პოლიტიკოსი, ჯონ ჰერბსტი, - ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council), ბესიკი ქუთათელაძე - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იზაბელ ლასერი La Figaro, ჰიუგ მინგარელი - ევროკავშირის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სტივ ნიქსი - IRI, ჯეიმს ნიქსი Chatman House, ნიკოლას ტენზერი - CERAP, საფრანგეთი, ბრაიან ვიტმორი - ატლანტიკური საბჭო, დენ ტვაინინგი - IRI, მირანდა პატრუჩიჩი - OCCRP, თომას კლაინე-ბროკჰოფი - გერმანული მარშალის ფონდი, ენდრიუ ვუდი - ჩეთემ ჰაუსი, პაველ ფიშერი - ჩეხეთის სენატი, კრის სოჩა - შეერთებული შტატების სენატი, ბენედეტა ბერტი - ნატო, ბენჯამენ ჰადადი - საფრანგეთის პარლამენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და მკვლევრები", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება