Bloomberg სტატიას - „მდიდრული გასტრონომიული თავგადასავალი საქართველოში“ აქვეყნებს

Bloomberg-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გავლენიანი მედია პლატფორმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პირველ სტატიას აქვეყნებს.

„იუთუბერები ჯეიმ პოულ სპარფორდი და ბენჯამინ დევიდ ებრელი კერძებისა და სასმელების თემაზე ყველაზე პოპულარული ვიდეოების შემქმნელები არიან, მათ არხს “Sorted Food” Youtube-ზე 2,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც ბენი ამბობს, YouTube-ზე 13 წელია, რაც სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოს შესახებ ვიდეო მასალებს ამზადებენ, თუმცა საქართველოს შესახებ მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს. ამიტომ ახლა კარგი დროა, ეს გამოვასწოროთ. Sorted Food-ის გუნდს ვთხოვეთ, საქართველოს სამზარეულო კულინარიული ტრადიციები, რესტორნები და შეფ-მზარეულები გაიცნონ, რითაც საქართველო მსოფლიოში ცნობილი გახდა“,- წერს Bloomberg.

სტატიის ავტორის თქმით, ბენი და ჯეიმი მოგზაურებს საქართველოში, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებიდან მოიზიდავენ.

„შემიძლია რუკაზე ზუსტად გაჩვენოთ საქართველო“, -ამბობს ჯეიმი.

„მრავალფეროვანი ტრადიციებით გამორჩეული საქართველო ძალიან ძველი ქვეყანაა, რომელიც გზაჯვარედინზე მდებარეობს, თბილისი ძალიან თანამედროვეა. საქართველო ავსტრიასა და ირლანდიაზე მცირე ზომისაა, თუ დროში შეზღუდული ხართ არა უშავს, თქვენ მაინც მოასწრებთ ისტორიული ქალაქების, მშვენიერი მთის სოფლების, საზღვაო, სამთო კურორტებისა და ღვინის რეგიონების მონახულებას. ჩვენ ჯეიმს და ბენს ამ საზაფხულო მოგზაურობაში გავყევით, რათა ქართული კერძები, ღირსშესანიშნაობები და კულტურა კარგად გაეცნოთ“,-წერს Bloomberg.

სტატიაში ძველ თბილისში ცნობილი იუთუბერების მოგზაურობაა აღწერილი, გოგირდის აბანოები, დედაქალაქის ისტორიული ადგილები, რესტორნები, კერძები, შეხვედრები ცნობილ მზარეულებთან. Bloomberg სტატიაში აღწერს, თუ როგორ მოამზადეს ცნობილმა იუთუბერებმა ხინკალი ქართველი მზარეულების დახმარებით, როგორ გაეცნენ ქართულ სუფრას, სადღეგრძელოებს, რიტუალებს, პოლიფონიურ სიმღერებს და რა თქმა უნდა ღვინის მომზადებას.

„მას შემდეგ რაც თბილისს გავცდით, ჩვენმა კერძების მკვლევრებმა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ტრადიციის მეღვინეობის შესწავლა დაიწყეს. სექტემბერი მოსავლის აღების საუკეთესო პერიოდია, ამ პერიოდში ფესტივალები იმართება, თუმცა კახეთში, ღვინის მწარმოებელ მხარეში, ქართულ ღვინოს ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეისწავლოთ და გაეცნოთ. ჩვენ ფრანგული სტილის შატოს ვესტუმრეთ. მე-19 საუკუნეში აგებული წინანდლის მამული, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს, საქართველოს ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო“,-წერს Bloomberg. „სტატიაში ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიცია, პურის დამზადების მასტერკლასები, თელავის ვაზარი, ყველი, ნადუღი და მაწონია აღწერილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Bloomberg საქართველოს შესახებ კიდევ ერთი სტატიას გამოაქვეყნებს, ასევე, მზადდება ვიდეორგოლები. უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპანია სოციალურ მედიაში, (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok) რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://sponsored.bloomberg.com/article/a-food-filled-adventure-through-georgia

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის