ხატია დეკანოიძე - ნამდვილად უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ვინც კავშირებს ამყარებს პუტინთან და პუტინიზმთან

ეს წელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია, იმიტომ, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია - ნამდვილად უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ვინც კავშირებს ამყარებს პუტინთან და პუტინიზმთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - „პუტინიზმის დამარცხება" - განუცხადა.

მისი თქმით, კონფერენციას ჰქვია „პუტინიზმის დამარცხება“, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა საერთაშორისო და ცივილიზებული სამყაროსთვის და ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ეს წელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია, იმიტომ, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ჩვენ ნამდვილად უნდა დავამარცხოთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ვინც კავშირებს ამყარებს პუტინთან და პუტინიზმთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ საერთაშორისო იზოლაციის კონტექსტში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი ძალიან ძვირფასი და საინტერესო სტუმრის ხილვა, მათი მოსაზრებები და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გარდა ამ საკითხისა, დეკანოიძემ ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე და მას ხელისუფლების ავანტიურა უწოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ 100 ხმა არ აქვს, ამიტომ, ეს არის მათ მიერ, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული ავანტიურა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყურადღება გადაიტანონ ამ პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება საქართველოს პრეზიდენტს. ვინც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში გააძლიერებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რუსული ქაოსის და კანდიდატის სტატუსის დაბრკოლების შესაქმნელად დაწყებული პროცესი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ე.წ. ვაჭრობის საკითხს გამორიცხავს თუ არა, ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაზე ვერაფერს იტყვის, რადგანაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო