სერგო ჩიხლაძე - ვფიქრობ, მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა შოვის ტრაგედიის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა

ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა ამ საქმის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა. ფაქტების მიჩქმალვა უნდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ - ოპოზიციის მხარეს რამე სახის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს არცერთ პარტიასთან, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს უჭერს.

„ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის მკაფიო და ნათელი სურათი იქნება, თუ ვის უნდა ამ საქმის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა. ფაქტების მიჩქმალვა უნდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, დღეს ბიუროზე ეს საკითხი გადის და ვფიქრობ, ხვალ სესიაზე ძალიან მკაფიო გამონათქვამები და სიგნალები ოპოზიციის მხრიდან იქნება. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხარეს რამე სახის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს არცერთ პარტიასთან, არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან. პრინციპული წინააღმდეგობა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია, შეიძლება იყოს განსხვავება თარიღებზე, როდის ჯობია ტექნიკურად გავიდეს ეს საკითხი და ასე შემდეგ, მაგრამ პრინციპულად ამ საკითხთან მიმართებით წინააღმდეგობა არ არსებობს.

დღეს 15:00 საათზე არის ბიურო, სადაც გადის ეს საკითხი და შესაბამისად, ეს საკითხი შევა უკვე მიმდინარე კვირის სესიის დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მიუკერძოებელი მექანიზმი და პლატფორმა, რომელსაც შეუძლია სრულად გამოიძიოს, ეს საკითხი. ყველა სამინისტროს, ყველა ჩართულ სტრუქტურას, ყველა პოლიტიკოსს და ყველა სამთავრობო სფეროს წარმომადგენელს დაუსვას კითხვები და მოკვლევა ჩაატაროს. ამას ექნება მეტი ნდობა, ვიდრე შოთაძის პროკურატურის მიერ ჩატარებულ მოკვლევას ან გომელაურის მიერ ჩატარებულ მოკვლევას“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო