ანა წითლიძე - თუ აღმოჩნდება ვინმე ოპოზიციაში, ვინც შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობაც, რადგან  ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს კითხვები, რომელიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით

თუ აღმოჩნდება ვინმე ოპოზიციაში, ვინც შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობაც, რადგან ხელისუფლება ცდილობს, სხვადასხვა თემებით გადაფაროს კითხვები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რათა მომავალში მაინც მოხერხდეს მსგავსი ტრაგედიის პრევენცია.

„კონსულტაციები გვაქვს ყველა პარტიასთან და სესიის დაწყების დღეს ნათელი გახდება, თუ ვინ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიას შოვთან დაკავშირებით და ვინ არა. თუმცა, ყველას უნდა ესმოდეს, თუ აღმოჩნდება ვინმე (ოპოზიციაში) ისეთი, ვინც მას მხარს არ დაუჭერს, საგამოძიებო კომისიის არშექმნა იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობაც, რადგან ვხედავთ ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა თემებით გადაფაროს კითხვები, რომელიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და გადაფაროს პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას. ჩვენ, ჩვენს შვილებს, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხები შოვის ტრაგედიაზე, გვჭირდება პრევენცია, რომ მეორედ არ განმეორდეს ის, რაც შოვში მოხდა,"- განაცხადა წითლიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება