„საქართველოს ბანკმა“ Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„საქართველოს ბანკმა“ ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს ბანკსა“ და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეცხრე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.

„ჩვენს სანდო პარტნიორთან - Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, რომლებიც ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში აქტიურად არიან ჩართულნი. ჩვენ Citi-სთან სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით, გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული ხელშეკრულება კი CARTA-ს ფარგლებში გაფორმებული მეცხრე შეთანხმებაა, რომელიც უფრო დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას გვაძლევს, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ფინანსური შესაძლებლობები შევქმნათ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. მსურს, მადლობა გადავუხადო Citi-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, - აღნიშნავს Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ემრე უმუთი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო