თინა ბოკუჩავა - შოვის ტრაგედიის პრევენციის ნაწილში, ისევე როგორც რეაგირების ნაწილში, ძალიან ბევრ შესაძლო დანაშაულთან შეიძლება გვქონოდა საქმე

შოვის ტრაგედიის პრევენციის ნაწილში, ისევე როგორც რეაგირების ნაწილში, ძალიან ბევრ შესაძლო დანაშაულთან შეიძლება გვქონოდა საქმე. უმოქმედობა, გულგრილობა, ადამიანის განსაცდელში მიტოვება, დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა - ყველა აღნიშნულ საკითხზე სიმართლე უნდა დადგინდეს და სწორედ ამისათვის უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი თვითმიზანი კენჭისყრის პროცედურის ფორსირება არ არის.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პირველივე სასესიო კვირაში აუცილებლად უნდა მოხდეს და სწორედ ამ მოთხოვნას დავაყენებთ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. ჩვენი თვითმიზანი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, რომ კენჭისყრის პროცედურის ფორსირება მოვახდინოთ, რადგან ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პროცედურული ხრიკებით, საპროცედურო ომით, ხელის როგორი გადაგრეხით იგებს „რუსული ოცნება“ პროცედურულ ომს, მაგრამ ჩვენი მიზანი ნამდვილად არის, ღია, საჯარო დისკუსია შედგეს პარლამენტში. ამიტომ ჩვენ საკითხის ამ კვირაშივე განხილვას მოვითხოვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი არ არის კენჭისყრის პროცედურის ფორსირება. იმედი მაქვს, რომ ერთი საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც ამ კომისიის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავდა, ასევე დაინახავს ამ კომისიის შექმნის საჭიროებას, როგორც სიმართლის დადგენის მნიშვნელოვან მექანიზმს. ჩვენ კონსულტაციებს აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გავაგრძელებთ. მიგვაჩნია, რომ საჯარო დისკუსია, რომელიც პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხის ირგვლივ აუცილებლად უნდა შედგეს, ისევე როგორც ინტერპელაციის პროცედურა, რომელიც ამ თვის ბოლოს შედგება, სწორედ ამ პარლამენტის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, კომისიის, როგორც სიმართლის დადგენის ინსტრუმენტის შექმნის მიზანშეწონილობა დაინახონ.

შოვის ტრაგედიის პრევენციის ნაწილში, ისევე როგორც რეაგირების ნაწილში, ძალიან ბევრ შესაძლო დანაშაულთან შეიძლება გვქონოდა საქმე. აქ საუბარია შესაძლო დანაშაულებრივ უმოქმედობასთან, ისევე როგორც გულგრილობასთან, ასევე განსაცდელში ადამიანების მიტოვებასთან, დაკისრებული მოვალეობის დანაშაულებრივ შეუსრულებლობასთან. ყველა აღნიშნულ შესაძლო დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დამნაშავე, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვლინდეს და აუცილებლად უნდა დაგდინდეს სიმართლე, ამიტომ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო