„ჩიკაგო“ საქართველოშია – „თეატრი“„არქის“ მხარდაჭერით მაყურებელს ახალ მასშტაბურ დადგმას წარუდგენს

სექტემბერში, მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ სეზონს ახალი მიუზიკლით – „ჩიკაგოთი“ გახსნის, რომლის წარმდგენიცარქი“ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „წისქვილი ჯგუფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თეატრსა“ და „არქის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 31 აგვისტოს გაფორმდა.

„არქიში“ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ქვეყანაში შექმნილ ახალ პროექტებს კულტურაში, სპორტსა თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. ამიტომ, როცა გავიგეთ, რომ „თეატრში“ მსოფლიოში ცნობილი, ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი „ჩიკაგოს“ დადგმა იგეგმებოდა, გადავწყვიტეთ ამ პროექტს წარმდგენის სტატუსით შევერთებოდით. დარწმუნებული ვართ, რომ შოუ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის ქართველ და უცხოელ დამსწრეებს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს კულტურის ამ მიმართულების პოპულარიზაციას.

გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ვითანამშრომლოთ „თეატრთან“ და კიდევ ერთი ინოვაციური, წარმატებული პროექტის თანამონაწილეები ვიყოთ“, – აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლეგენდად ქცეული მიუზიკლი „ჩიკაგო“, რომელიც აშშ-ს გარდა, 36-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, საქართველოში პირველად დაიდგმება. მასზე „თეატრის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილ ქართველ მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა.

„ჩიკაგოს“ ბობოქარი ამბების „თეატრის“ სცენაზე გადმოტანა საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მიუზიკლი რთული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებითაა დატვირთული, თუმცა არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფისა და დასის დაუღალავი შრომის შედეგად, მათ თავი წარმატებით გავართვით. გვიხარია, რომ „წისქვილი ჯგუფისა“ და „არქის“ მხარდაჭერით „ჩიკაგოს“ თქვენ წინაში სულ მალე წარვადგენთ და მისი ნახვის შესაძლებლობას ქართველ მაყურებლებსაც მივცემთ“, – განაცხადა „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაალ ჩიქობავამ.

მათივე ინფორმაციით, „თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, ტრადიციულად, სანახაობის შემადგენელი ნაწილი იქნება ვახშამი. სტუმრები წარმოდგენის პარალელურად სპეციალურად „ჩიკაგოსთვის“ შექმნილ კერძებს დააგემოვნებენ. მიუზიკლის პრემიერა 20-21 სექტემბერს გაიმართება. კალენდრის სანახავად, ბილეთების შესაძენად და მეტი დეტალისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ვებგვერდს: teatri.ge.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო