ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ გიორგი შალამბერიძე შეუერთდა

„ჯეოქეისის“ გამოცდილი ანალიტიკოსების გუნდს კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, გიორგი შალამბერიძე შეემატა. ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი შალამბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2020 წელს დაასრულა, ხოლო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Master of Laws in International Legal Studies) 2023 წელს, სადაც მან უნივერსიტეტის და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების შედეგად, სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.

„ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ის ასევე ესწრებოდა ლექციებს ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლებშიც და არჩეული იყო 600-ზე მეტი საერთაშორისო კურსელის წარმომადგენლად ჯორჯთაუნის ყველაზე დიდ სტუდენტურ ორგანოში, რომელმაც ის იანვარში საუკეთესო წარმომადგენლად დაასახელა. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა 2023 წელს მას სტუდენტური ელჩის სტატუსიც მიანიჭა.

ის, ასევე, იყო სხვადასხვა სტუდენტური კლუბების წევრი, როგორიცაა SFS Committee on China, Anti-Poverty Society, International Arbitration Society და სხვა.

გარდა ამისა, გიორგის გავლილი აქვს კურსები უტრეხტის უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის მიმართულებით და გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში (სამართალი და გლობალიზაცია). ის ასევე, იყო გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (IRZ) სტიპენდიატი 2019 წელს, რის შედეგადაც ქალაქ ბონში გერმანულ სამართალზე კურსებს ესწრებოდა.

გიორგი შალამბერიძემ თავის პარტნიორებთან ერთად, 2021 წელს იურიდიული კომპანია “LBP Law” დააფუძნა, რომელიც ბიზნეს სამართლის მიმართულებით მუშაობს. მანამდე ის მუშაობდა დიდ ოთხეულის წევრ PricewaterhouseCoopers-ში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს გლობალური გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა, საერთაშორისო ბიზნესი და სამართალი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მოხარულები ვართ, გიორგის შემოერთებით და მოუთმენლად ველით მასთან წარმატებულ თანამშრომლობას,” - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო