პრემიერი - ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხოლო ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე - ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობაც მეორე კვარტალში კი 42 000-ით გაიზარდა

ქვეყანა ძლიერება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის მიზეზი და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ხოლო ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,2%. ასევე, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად და დასაწევად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0,9% არის ინფლაცია აგვისტოში, რაც რა თქმა უნდა, არის დიდი მიღწევა მაშინ, როცა ეს გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში და მთელ განვითარებულ სამყაროში მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები.

ძალიან მაღალი აქტივობაა ბიზნეს სექტორში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და შეადგინა 48 მილიარდი ლარი, ხოლო ჯამურად ორ კვარტალში 92 მილიარდ ლარს გადასცდა მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან ჩანს, რომ ბიზნესი მოგვყვება, არის უფრო მეტი თავდაჯერებულობა, პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა ქვეყანაში და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მაღალი ტემპით გავაგრძელოთ ზრდა.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს მეორე კვარტალში, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 42 000-ით და უნდა იყოს 737 ათასი, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული, სიღარიბეს დონეც არის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსული და ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე - 5,5 მილიარდი დოლარი არის ქვეყნის ეროვნული რეზერვები.

ეს ნიშნავს იმას მეგობრებო, რომ ქვეყანა ძლიერება, ვითარდება, მდიდრდება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის მიზეზი და ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება.

ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ინფლაციის დონეს. 0,9% არის ინფლაცია და ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე 3%-ს ქვემოთ ნარჩუნდება ინფლაციის დონე. ფასები როგორიც არის: საწვავზე მედიკამენტებზე, სურსათის ფართოდ მოხმარებადი პროდუქტებზე არის დაკლებული და ამას ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ. მე კონკურენციის სააგენტოს მივმართე თხოვნით, რომ კიდევ ერთხელ შეამოწმოს თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება მარჟების დაწესება ძირითად მოხმარებად პროდუქტებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი