ლევან დავითაშვილი - ჯამში, ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს - ეს მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია

ჯამში, ბიზნესსექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს. ეს ყველაზე მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება თითქმის, 18%-ით გაიზარდა და 1914 ლარი შეადგინა.

დავითაშვილის განცხადებით, ივლისის თვეში, ეკონომიკური ზრდა 5.5% იყო. მიმდინარე წელს კი მთლიანობაში, ეკონომიკურმა ზრდამ 7.2% შეადგინა.

„ძირითადი ფაქტორი, რის გამოც უფრო მეტი ზრდა არ გვაქვს, იცით, რომ მიმდინარე წელს კრიტიკულ მინერალებზე შედარებით დაბალი ფასები არის, რაც ექსპორტზე აისახება. ძირითადად, ეს არის ადგილობრივ ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები. დამატებით რომ გვქონდეს ექსპორტში ის კონიუნქტურა, რაც გასულ წელს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ზრდა გვექნებოდა. ჩვენი პროგნოზით, ექსპორტის ამ ნაწილში გაუმჯობესებას წლის მეოთხე კვარტალში ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე კიდევ უფრო მაღალი შენარჩუნება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში