პარლამენტის ბიუროს წევრებმა შოვში, სტიქიის შედეგად  გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის ბიუროს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.

როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას და პირებს, ვინც შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო.

„სამწუხაროდ, მიმდინარე ზაფხული ტრაგიკული მოვლენით იყო დატვირთული. შოვში, სტიქიამ წაიღო ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე. დღემდე მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. მინდა მადლობა გადავუხადო სამაშველო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, ექიმებს, პოლიციას, ყველას, ვინც ჩართული იყო ძებნის ღონისძიებებში და ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც შესაძლებელი გახდა ამ მასშტაბის სტიქიის პირობებში გზის მიყვანა, შესაბამისი სამძებრო სამუშაოების ჩატარება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა