არჩილ თალაკვაძე - თბილისში მიმდინარე კონფერენციას ის ადამიანებიც ესწრებიან, რომელთაც გეგმა აქვთ, თუ როგორ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და ხელისუფლება

კონფერენციას ის ადამიანებიც ესწრებიან, რომელთაც გეგმა აქვთ, თუ როგორ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და ხელისუფლება, მათთან, ვისაც წინასწარ გადაწყვეტილი აზრი აქვს ჩამოტანილი თუ ჩამოყალიბებული საქართველოსთან დაკავშირებით, რთულია, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორგანიზატორებმა მათი დამოკიდებულების შესახებ იციან.

„ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს, რომლებსაც საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აინტერესებთ საქართველოს ბედი და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. რაც შეეხება კონფერენციას, ჩვენი პოზიცია არაერთხელ გაჟღერდა, შარშანაც ღია და მკაფიო განცხადებები იყო გაკეთებული. ეს იციან ორგანიზატორებმაც. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - იმის გამო, რომ კონფერენციას ის ადამიანებიც ესწრებიან, რომელთაც წინასწარ გადაწყვეტილი, თავის სუბიექტური გეგმა აქვთ, თუ როგორ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ხელისუფლება, მათთან, ვისაც წინასწარ გადაწყვეტილი აზრი აქვთ ჩამოტანილი თუ ჩამოყალიბებული საქართველოსთან დაკავშირებით, რთულია, დავსხდეთ და დისკუსია გავმართოთ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება. მათ აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, ისარგებლონ სტუმარ - მასპინძლობით, რაც საქართველოს ახასიათებს, თუმცა, ჩვენი პოზიცია მონაწილეობაზე არის ასეთი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის